X
მამაკაცმა ცოცხალი ხვლიკი და ბაყაყი გადასანსლა
15:59 / 14-10-2014
23 წლის ბრიტანელმა შელდონ ჯინსმა ინტერნეტმომხმარებლების მრისხანება გამოიწვია ვიდეოს გამოქვეყნებით, რომელშიც ცოცხალ ხვლიკსა და ბაყაყს ყლაპავს. ასე მამაკაცი ინტერნეტგართობა Neknomination-ის ფარგლებში მოიქცა.

ხუმრობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილემ სპირტიანი სასმელი უნდა დალიოს, ყველაფერი კამერით გადაიღოს და ნაცნობები გამოიწვიოს, მაგრამ შელდონი შორს წავიდა. მან გადაწყვიტა, ალკოჰოლისთვის ცოცხალი ხვლიკი და ბაყაყი დაემატებინა. ვიდეოში ჩანს, როგორ სვამს იგი სითხეს ჯერ ბაყაყთან, შემდეგ კი ხვლიკთან ერთად. მანამდე კი ცოცხალ ჭრიჭინებს ყლაპავს.

ცხოველთა დაცვის საზოგადოებამ მამაკაცს სასამართლოში უჩივლა. სასამართლოში შელდონი ამტკიცებდა, რომ მოგვიანებით ისინი გადმოაფურთხა, მაგრამ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ცოცხლები დარჩნენ. ახლა შელდონი იძულებულია, 1900 დოლარი გადაიხადოს და 80 საათი ანაზღაურების გარეშე საზოგადოებრივი სამუშაო შეასრულოს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო