loader

დევნილთა საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა - დაზარალებულთა ნაწილი მომხდარს თოდუას კლინიკას უკავშირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევნილთა საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა - დაზარალებულთა ნაწილი მომხდარს თოდუას კლინიკას უკავშირებს

ვაგზლის მოედანზე, დევნილთა საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. თევდორე მღვდლის #13-ში მდებარე შენობის დაახლოებით 1 000 კვ. მეტრი დაიწვა, ასევე დამწვარია სხვენიც. ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილი მომხდარს თოდუას კლინიკას უკავშირებს. როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ქეთევან ქარდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნაგებობით, რომელიც დაიწვა, წლების განმავლობაში თოდუას კლინიკაა დაინტერესებული.

იგი სხვა დაზარალებულებთან ერთად ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვს.

მცხოვრებლების ნაწილი დამწვარი ტერიტორიიდან გადარჩენილი ნივთების გამოტანას ცდილობდა. მიმდებარე ქუჩებზე კი მოძრაობა პარალიზებული იყო. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა საავტომობილი გზა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს.