loader

ბურგერი და კარტოფილი ფრი კოსმოსში გაგზავნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბურგერი და კარტოფილი ფრი კოსმოსში გაგზავნეს

ლონდონის სწრაფი კვების ობიექტის, Chosen Bun-ის მფლობელებმა კოსმოსში საკუთარი პროდუქცია - ბურგერი და კარტოფილი ფრი გაუშვეს.

ფასტფუდის ფრენა GPS-ით ფიქსირდებოდა და ვიდეოზე პროფესიონალური ტექნიკით იღებდნენ. Chosen Bun-ის მფლობელები - ენდი შოუველი და პიტ შერმანი ამბობენ, რომ ბურგერისა და კარტოფილის გაფრენის ორგანიზება რთული არ იყო. "სახლის ზომის საჰაერო ბურთი, ბევრი ჰელიუმი, GPS-ტრანსპონდერი, GoPro-ს კამერა, პარაშუტი - და თქვენ ყველაფერს შეძლებთ", - აღნიშნეს ბრიტანელებმა.