loader

"ბუქსირზე" გამობმულმა მძღოლმა საკუთარი მანქანა ტრასაზე მიატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბუქსირზე" გამობმულმა მძღოლმა საკუთარი მანქანა ტრასაზე მიატოვა

პოლონელ მძღოლს საავტომობილო ტრასაზე უცნაური ამბავი შეემთხვა. გზაჯვარედინზე საბუქსირო ფურგონი შუქნიშნის წითელ სიგნალზე გაჩერდა. დაზიანებული ავტომობილის მძღოლი გადმოვიდა, რომ ფურგონის მძღოლისთვის რაღაც ეთქვა. ამ დროს მწვანე აინთო, ფურგონის მძღოლმა ვერ შეამჩნია, რომ Audi მძღოლის გარეშე დარჩა და გაზს დააჭირა. პოლონელმა ბევრი ირბინა, თუმცა ვერ მოახერხა, ფურგონს დაწეოდა, რომელმაც სიჩქარეს მოუმატა და როგორც ჩანს, უკანა ხედის სარკეში საერთოდ არ იყურებოდა.

ვიდეოს ინტერნეტში განმარტება მოჰყვა. დამტვრეული ავტომობილის მძღოლმა აღიარა, რომ ფურგონის მძღოლის საშინელი მართვის მანერას დიდხანს ითმენდა, შუქნიშანზე კი მოთმინება ამოეწურა, მწვანეც აინთო და ასე, ძრავის შეკეთებას წინაფრთისა და ბამპერის რემონტიც დაემატა.

იხილეთ:

მძღოლს ტრასაზე ბიო-ტუალეტი "დაეჯახა"

მრბოლელი მანქანიდან გადმოხტა და მეტოქეს ფეხით დაედევნა

ამ კადრებში ასახული ფაქტი და რუსების გულგრილობა გაგაოცებთ