loader

წითელი ხელთათმანების აქცია საქალაქო სასამართლოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წითელი ხელთათმანების აქცია საქალაქო სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვის პარალელურად, სასამართლოსთან აქცია გაიმართა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა და მხარდამჭერებმა სასამართლოს ეზოში "წითელი ტერორის დასრულების ნიშნად" წითელი ხელთათმანები დაყარეს.

"წითელი ტერორი უნდა დასრულდეს. წუთიერი დუმილით გთხოვთ პატივი მივაგოთ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩახოცილ 140 ახალგაზრდის ხსოვნას", - მიმართა ინაშვილმა შეკრებილებს და ტერორის დასრულების ნიშნად წითელი ხელთათმანების ეზოში დაყრისკენ მოუწოდა.

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ აქცია მშვიდობიანია და ინციდენტებს ადგილი არ ექნება. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ეზო დატოვეს.