loader

ალექსანდრე ჭიკაიძე დაჭრილი პოლიციელის მოსანახულებლად მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსანდრე ჭიკაიძე დაჭრილი პოლიციელის მოსანახულებლად მივიდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებასთან, სადაც ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ორმხრივი სროლის დროს დაჭრილი პატრულის თანამშრომელია მოთავსებული, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იმყოფებოდა. ის პირადად გაესაუბრა ექიმს და მისგან პაციენტის მდგომარეობის შესახებ შეიტყო.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის განცხადებით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, შუახნის მამაკაცის კი - უკიდურესად მძიმე. ორივე დაჭრილ პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სხეულზე მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

იხილეთ:

სროლა ყაზბეგის გამზირზე: დაჭრილია ორი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი

"საფეთქელთან ჰქონდა ნასროლი, თვალი გადმოვარდნილი..." - ყაზბეგზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის თვითმხილველები