loader

ჩხუბი ”ელდეპოში” - გოგა ხაჩიძე ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი ”ელდეპოში” - გოგა ხაჩიძე ვიდეოს ავრცელებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც რესტორან ”ელდეპოში” მომხდარი ჩხუბია ასახული. როგორც ხაჩიძე აღნიშნავს, ”პოლიციელები ჩხუბში მონაწილე ერთ პიროვნებას (სავარაუდოდ ნაცნობობის გამო) მშვიდად უშვებენ სახლში, ხოლო მეორეს ცემა-ტყეპით აპატიმრებენ.” პარლამენტარი სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ამასთან დაკავშირებით შსს-მ განმარტება გააკეთა. უწყების ცნობით, საზოგადოებრივ წესრიგს ერთი პირი არღვევდა, რომელმაც ადგილზე მისულ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ის სსკ-ის 353-ე მუხლით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) არის დაკავებული.