loader

დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. აქციის მახლობლად რამდენიმე პირმა გაიარა, რომლებმაც ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.
დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის დაკავებულია ერთი ქალბატონი და ადვოკატი რომეო საჯაია.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ დეპუტატი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებდნენ, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს.

ავტორები: ნინო ჩიჩუა, გიორგი შეყილაძე

Brawl in front of Irakli Gharibashvili’s home - 7 people arrested - Watch the video on georgianews.ge

იხილეთ ასევე: "ასეთია ადვოკატის ბედი..." - ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების სიმღერა შს სამინისტროსთან