loader

"ასეთია ადვოკატის ბედი..." - ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების სიმღერა შს სამინისტროსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთია ადვოკატის ბედი..." - ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების სიმღერა შს სამინისტროსთან

ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან შს სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლეს.

ადვოკატები სახლთან დაკავებულ პირებთან შესახვედრად შს სამინისტროს შენობაში შევიდნენ.

შს სამინისტროს შენობასთან იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები, ტელეკომპანია "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ადგილზე შეკრებილი ახალაიას მხარდამჭერები ცნობილი სიმღერის - "ასეთია ქურდი კაცის ბედის" მელოდიაზე მღეროდნენ საკუთარ ტექსტს: "ასეთია ადვოკატის ბედი..."

ავტორები: ნინო ჩიჩუა, გიორგი შეყილაძე

იხილეთ ასევე: დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე