loader

მერაბიშვილის განაჩენი გირგვლიანის საქმეზე: 3-წლიანი პატიმრობა და თანამდებობაზე ყოფნის აკრძალვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერაბიშვილის განაჩენი გირგვლიანის საქმეზე: 3-წლიანი პატიმრობა და თანამდებობაზე ყოფნის აკრძალვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება - უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი სიყალბე, რაც გათვალისწინებულია 333-ე და 341-ე მუხლებით.

ასევე, გირგვლიანის საქმეზე, კერძოდ, ოქროყანის ეპიზოდზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გერონტი ალანია ნაწილობრივ გამართლდა და სასჯელის საბოლოო ვადად 4 წელი, 6 თვე, 2-ათასლარიანი ჯარიმა და 2,3 წლით თანამდებობაზე მუშაობის შეზღუდვა განესაზღვრა. ამავე ეპიზოდზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს კი 4, 6 წელი და 2-ათასლარიანი ჯარიმა მიესაჯა.

ამ საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი, თუმცა მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, დათა ახალაიას საქმე კი მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.