loader

რა კომენტარს აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი მის სახლთან მომხდარ ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კომენტარს აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი მის სახლთან მომხდარ ინციდენტზე

სახელმწიფო არ დაუშვებს პროვოკაციებს და დესტრუქციულ ქმედებებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გუშინ მის საცხოვრებელ სახლთან მომხდარ ინციდენტს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ფაქტები არის დასაგმობი და მიუღებელი.

"ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციებს და დესტრუქციულ ქმედებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში არის გამოხატვის სრული თავისუფლება და რაც უნდა ილაპარაკონ ოპონენტებმა, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი სახით, ოღონდ კანონის ფარგლებში, გამოხატოს თავისი აზრი.

იხილეთ: აპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების აქციაზე