loader

ჩხუბი "არჩევანის" სტუდიაში: ნიკა გვარამია დაპირისპირებულების გაშველებაში ჩაერთო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი "არჩევანის" სტუდიაში: ნიკა გვარამია დაპირისპირებულების გაშველებაში ჩაერთო

"რუსთავი 2"-ის თოქ-შოუ "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ინციდენტი მოხდა. ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით მსჯელობის დროს ადვოკატმა რომეო საჯაიამ დარბაზში მყოფი თარხან გასვიანი (რომელიც თვითმმართველობის არჩევნების დროს ირმა ინაშვილის "პატრიოტთა ალიანსიდან" ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს) ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა. მცირე შელაპარაკების შემდეგ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ სარეკლამო ჭრა გამოაცხადა ეთერში.

"რუსთავი 2"-ის ვებგვერდი ავრცელებს კადრებს, რომელზეც ასახულია, რა ხდებოდა "არჩევანის" სტუდიაში ეთერს მიღმა. კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებული მხარეების გასაშველებლად სტუდიაში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც კი შევიდა.

იხილეთ: შეხლა-შემოხლა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში: "ნაციონალებისა" და "ოცნების" მომხრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ