loader

"მერია, შენი ჯერია" - მუსიკალური პროტესტი ხეების ჩეხვის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერია, შენი ჯერია" - მუსიკალური პროტესტი ხეების ჩეხვის წინააღმდეგ

დედაქალაქის მერიასთან, "პარტიზანი მებაღეების" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია, სახელწოდებით - "მერია, შენი ჯერია" გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნატა ფერაძემ განაცხადა, დღევანდელ აქციაზე ისინი აპროტესტებენ იმას, რომ დედაქალაქში უკანონოდ იჩეხება ხეები. მისივე განცხადებით, თბილისის მერიას აქვს ძალიან პასიური მიდგომა გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით.

აქციაზე მიიტანეს კარავიც, რომელიც მერიის წინ გაშალეს. ნატა ფერაძის განცხადებით, აღნიშნული კარავი 9 თვე იდგა ვაკის პარკში, დღეს კი ის თბილისის მერიას გადმოაბარეს, რადგან უკვე მისი ჯერია, რომ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, დედაქალაქში აქტიურად დაიწყო ხეების გაჩეხვა.