loader

საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაძევებულმა გოგონამ მანდატურებს აგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაძევებულმა გოგონამ მანდატურებს აგინა

ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართული აქციისას დაკავებული პირების პროცესზე ინციდენტი მოხდა. დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ არ გაითვალისწინა მოსამართლის მოწოდება, რის გამოც იგი სასამართლო დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ახალგაზრდა ქალსა და მანდატურის სამსახურს შორის დაპირისპირება სასამართლო დარბაზის გარეთაც გაგრძელდა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გოგონა დაკავებულია. დააკავეს მისი თანმხლები პირიც, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაჰყვა ქალბატონს.

რაც შეეხება მოსამართლის შენიშვნას, ის გამოწვეული იყო დარბაზში ქალბატონის შეძახილებით. მოსამართლემ მას რამდენჯერმე მოუწოდა, ხელი არ შეეშალა პროცესის მიმდინარეობისთვის, თუმცა, შელაპარაკების შემდეგ საქმის განმხილველმა მოსამართლემ მას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

ძალის გამოყენებით გაყვანისას გოგონას ხელი დაუშავდა. როგორც მისმა თანმხლებმა მამაკაცმა განაცხადა, ქალბატონს ხელი მანდატურებმა გადაუგრიხეს და ამის შედეგად მან დაზიანება მიიღო.

ინციდენტის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, სალომე მახარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ლიანა იდოიანის რეაქცია პატრულის თანამშრომლის მხრიდან მისი მიმართულებით შეურაცხმყოფელ გამონათქვამს მოჰყვა.