loader

ირაკლი ალასანიას ბრიტანელი "ორეული" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიას ბრიტანელი "ორეული"

ბრიტანელი მსახიობის, ჯეიმს პურფოისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის საოცარი მსგავსება არაერთხელ იყო სოციალურ ქსელში მანდილოსნების განხილვის თემა. ბრიტანელ კინოსა და თეატრის მსახიობს ქართველი მაყურებელი სერიალ "რომიდან" იცნობს. ჯეიმს პურფოი მართლა ძალიან ჰგავს ირაკლი ალასანიას და უფრო მეტიც, მარჯვენა მხარეს, ლოყაზე ორივეს საფირმო ხალიც აერთიანებს.

თუმცა ქართველი მანდილოსნების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანია ბევრად უფრო სიმპათიურია. რამდენიმე ხნის წინ სწორედ ამ მსგავსებაზე კომენტარი გააკეთა მინისტრის მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი უფრო მოსწონს.

"გვერდულად რომ იყურება, იქაც ჰგავს, ტიპაჟით, რაღაცით... ხმამაღალი განცხადებაა, ცოტა მერიდება, მაგრამ მე, როგორც გამოკვეთილ ნეპოტისტს, ჩემი უფრო მომწონს, თან ბევრად" - წერს ნათია ფანჯიკიძე.

Irakli Alasania’s famous British lookalike - Watch the video on georgianews.ge

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე