loader

ევროკავშირის ლიდერების პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხი არ წამოჭრილა - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროკავშირის ლიდერების პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხი არ წამოჭრილა - მიხეილ სააკაშვილი

მერკელმა მითხრა, რომ არაფერი სმენია აფხაზეთში რუსულ გეგმებზე, აფხაზეთის ანექსიის საკითხზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის სამიტს დაესწრო.

მიხეილ სააკაშილის განცხადებით, იგი ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე მოხსენებით გამოვიდა, რომელსაც ევროკომისიის მოქმედი და მომავალი ხელმძღვანელობა, გერმანიის კანცლერი და რამდენიმე წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ლიდერები ესწრებოდნენ. ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციით, გაირკვა, რომ ევროკავშირის ლიდერების პუტინთან შეხვედრისას, საქართველოს საკითხი პრაქტიკულად არ წამოჭრილა. მიხეილ სააკაშვილი გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან მისი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას მიმართავს.