loader

შსს-მ კრიმინალური ავტორიტეტი რესტორანში ყოფნის დროს დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ კრიმინალური ავტორიტეტი რესტორანში ყოფნის დროს დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კრიმინალური ავტორიტეტი - 1973 წელს დაბადებული შალვა გ. თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა გ-მ 16 ოქტომბერს საქართველოს საზღვარი რუსეთის ფედერაციიდან სხვა სახელითა და გვარით გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა შალვა გ-ს პირადი ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველო აწარმოებს.