loader

ანა მარგველაშვილი რეპერ ტიმატის ჯგუფის წევრებს აეროპორტში დახვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანა მარგველაშვილი რეპერ ტიმატის ჯგუფის წევრებს აეროპორტში დახვდა

თბილისობის დღესასწაულზე რეპისა და ჰიპ-ჰოპის ქართველ მოყვარულებს სიურპრიზი ელით. თბილისს რუსი რეპერის ტიმატის ჯგუფის Black Star Inc.-ის წევრები ესტუმრნენ, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს ენერგიულ საღამოს პირდებიან კლუბ "სენატში".

რუს სტუმრებს შორის არიან DJ KAN და რეპერი Natan. თბილისს ამ ჯერზე ვერ ესტუმრა ჯგუფის დამფუძნებელი რეპერი ტიმატი, რომელიც ქართველი მსმენელისთვის უფრო ნაცნობია. თუმცა, უახლოეს მომავალში ტიმატი და Black Star Inc. საქართველოში დაბრუნებას გეგმავენ. აქ უნდა გადაიღონ რამდენიმე ეპიზოდი ახალი კლიპისთვის, რომელიც შემდეგ რუსულ MTV-ზე დატრიალდება.

უცხოელ სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც დახვდა.

სპეციალურად "პალიტრა ტვ"-სთვის ნათია გედენიძე