loader

ირანში ჩამოახრჩვეს ქალი, რომელმაც მოძალადე მამაკაცი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირანში ჩამოახრჩვეს ქალი, რომელმაც მოძალადე მამაკაცი მოკლა

ირანში სიკვდილით დასაჯეს 26 წლის ქალი, რომელმაც მოძალადე მამაკაცი მოკლა. რეიჰანენ ჯაბარი თეირანის ციხეში შაბათ დილით ჩამოახრჩვეს, მიუხედავად იმ ფართომასშტაბიანი კამპანიისა, რომელსაც მთელ მსოფლიოში აწარმოებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები ქალის გადასარჩენად.

რეიჰანენ ჯაბარი 2007 წელს ერთ-ერთი სამინისტროს თანამშრომლის - მორტეზა აბდოლალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 19 წლის გოგონა მაშინ ირწმუნებოდა, რომ მამაკაცი თავდაცვის მიზნით მოკლა, რადგან ის მის გაუპატიურებას აპირებდა. ირანის სასამართლომ ბრალდებულის ჩვენებები არ გაითვალისწინა და 2009 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა რეიჰანენ ჯაბარის. წლების მანძილზე განაჩენის აღსრულების საქმეს უმაღლესი სასამართლო განიხილავდა. საერთაშორისო წნეხისა და Amnesty International-ის მცდელობის მიუხედავად, ირანმა სასიკვდილო განაჩენი 6 წლის შემდეგ მაინც აღასრულა.

ასევე იხილეთ:

ირანელმა ქალმა შვილის მკვლელი სიკვდილით დასჯას გადაარჩინა

შვილმკვდარი დედა სასამართლო პროცესზე ქალიშვილის მკვლელს ჩაეხუტა