loader

ექსტრემალური სანახაობა და ანტიკვარული და ახალი ავტომობილები - "აუტო ბილდის" ტრადიციული ავტოშოუ თბილისობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსტრემალური სანახაობა და ანტიკვარული და ახალი ავტომობილები - "აუტო ბილდის" ტრადიციული ავტოშოუ თბილისობაზე

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჟურნალ "აუტო ბილდის" ორგანიზებით მეტეხის ხიდზე, ტრადიციული ავტოშოუ გაიმართა. ანტიკვარული და ახალი ავტომობილების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორებმა ავტომოყვარულებს არაერთი საინტერესო სანახაობა შესთავაზეს.

მეტეხის ხიდზე გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ანტიკვარული ავტომობილები მფლობელებმა ავტომუზეუმიდან გამოიყვანეს. საქართველოში პირველი ავტომუზეუმი თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს გახსნეს. მუზეუმის გახსნის ერთ-ერთი მხარდამჭერი ჟურნალი "აუტო ბილდია" (Auto Bild Georgia).

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში მდებარე ქუჩას, სადაც მუზეუმი გაიხსნა, ავტომუზეუმის ქუჩა ეწოდა.

Extremal show by Auto Bild Magazine and opening of the 1st Automuseum in Georgia - Watch the video on georgianews.ge