loader

როგორ გამოიყურება იშხანი დღეს - ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები განახლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება იშხანი დღეს - ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები განახლდა

თურქეთში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებულ იშხნის ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები განახლდა.

ამ დროისთვის ტაძარზე ბეტონის ჭერი და ქვის პერანგია გაკეთებული. მოხსნილია ტაძრის შუა ნაწილში არსებული კედელი, რომელიც ტაძრის მეჩეთად გადაკეთების დროს ამოაშენეს.
ტაძარში დაწყობილია ხის მასალა, რომელიც, სავარაუდოდ, შიდა სამუშაოებისა და ტაძრის გადახურვისთვის არის საჭირო. იშხნის საკურთხეველთან, გარე პერიმეტრზე გაკეთებულია დრენაჟი, რითაც ტაძრის საძირკველში წყლის ჩადინება აღარ მოხდება.

ეკლესიის დასავლეთის მხარეს, გარედან ამოშენებულია კედელი, რომლის წყობამ აღდგენითი სამუშაოების დაწყების დროს ქართველ სპეციალისტებში უკმაყოფილება გამოიწვია. ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ წყობა თურქული ყაიდისაა.

იშხნის ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა. ტაძარი მე-7 საუკუნეში ნერსე ეპისკოპოსმა დაიწყო და საბა იშხნელმა დაამთავრა. ტაძარი სხვადასხვა დროს გადააკეთეს. ჩვენამდე მოღწეულია მე-11 საუკუნის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვანი სახით. იშხანი საეპისკოპოსო ცენტრი იყო და საეკლესიო მსახურება იქ მე-18 საუკუნემდე სრულდებოდა, ვიდრე უკანასკნელი ბერი არ გარდაიცვალა.