loader

მარგველაშვილის და ღარიბაშვილის გულთბილი შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარგველაშვილის და ღარიბაშვილის გულთბილი შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ადმინისტრაციულ კორპუსში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ასევე, პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეები: თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.

უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა აფხაზეთის საკითხს ეთმობა. საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმების მოსალოდნელ გაფორმებაზე.

Margvelashvili and Gharibashvili's warm meeting at Presidential residence - Watch the video on georgianews.ge