loader

"წარმატებები დიანა ტრაპაიძეს და თეონა გეგელიას" - ნინო ჟიჟილაშვილი "მაესტროს" "ცხრიანში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წარმატებები დიანა ტრაპაიძეს და თეონა გეგელიას" - ნინო ჟიჟილაშვილი "მაესტროს" "ცხრიანში"

"მაესტროს" საინფორმაციო გამოშვება "ცხრიანის" მიმდინარეობის დროს, წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საინფორმაციო მიმართულებაში გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, კოტე გოგელიასთან თათბირი შიდაკორპორატიულ თემებს ეხებოდა, ხოლო რაიმე ტიპის საკადრო დანაკარგს, საინფორმაციო სამსახური არ ადასტურებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "მაესტრო" რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის, დიანა ტრაპაიძემ, თეონა გეგელიამ, მაკა ცინცაძემ, სოფო ზურაბიანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა (რომელმაც არ დაადასტურა აღნიშნული საინფორმაციო ეთერში) და ოპერატორებმა დატოვეს. დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანიიდან წასვლის თაობაზე ინფორმაციას ადასტურებს. ერთ-ერთი ინფორმაციით, არხიდან ჟურნალისტების წასვლა ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.

იხილეთ: "ხომ არ გაგიჟდით, გოგონა?!" - "მაესტროს" მფლობელის რეპლიკა ჟურნალისტს