loader

ქართველი ჯარისკაცების საპასუხო წერილები სკოლის მოსწავლეებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ჯარისკაცების საპასუხო წერილები სკოლის მოსწავლეებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თბილისის 171-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ჯარისკაცებმა მოსწავლეებს ავღანეთიდან საპასუხო წერილები პირადად გადასცეს.

მათივე ცნობით, ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს წერილები ბავშვებმა რამდენიმე თვის წინ პროექტის - "წერილი ჯარისკაცებს" - ფარგლებში გაუგზავნეს. თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის", ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თბილისის 171-ე საჯარო სკოლიდან ავღანეთში 200-მდე წერილი გაიგზავნა.