loader

დედის უმძიმესი გადაწყვეტილება: 12 წლის შვილის მოკვლის ნებართვა ექიმებს - რა მოხდა 5 წლის წინ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედის უმძიმესი გადაწყვეტილება: 12 წლის შვილის მოკვლის ნებართვა ექიმებს - რა მოხდა 5 წლის წინ?

ეს ამბავი დიდ ბრიტანეთში მოხდა. ქალმა სასამართლო პროცესი მოიგო, რის შემდეგაც მიიღო უფლება, ექიმებს მისი 12 წლის ქალიშვილი ნენსი მოეკვდინებინათ.

ნენსი ფიცმორისი მძიმე პრობლემებით დაიბადა - უსინათლო, ჰიდროცეფალიის, მენინგიტისა და სეფსისის დიაგნოზით. გოგონა ვერც ლაპარაკობდა, ვერ დადიოდა, ვერც ჭამდა, დალევაც კი არ შეეძლო. წლების მანძილზე საავადმყოფოში იწვა, მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. შარლოტამ გადაწყვიტა, შვილი არ მიეტოვებინა, სამსახურს თავი დაანება და ცხოვრება მიუძღვნა მასზე მზრუნველობას.

ბოლოს დედაც დანებდა და გადაწყვიტა, რომ მისი შვილისთვის საკმარისი იყო ტანჯვა. 12-წლიანი უმძიმესი ცხოვრების შემდეგ მიიღო ტრაგიკული გადაწყვეტილება, რომელსაც, ალბათ, მთელი ცხოვრება ეჭვქვეშ დააყენებს - მან თავისი ქალიშვილის მძიმე სიცოცხლის შეწყვეტის ნებართვა მისცა ექიმებს.