loader

"რა შვილი გავატანე და როგორი მიწევს კუბოში" - რას ემსხვერპლა 3 შვილის დედა ხელვაჩაურის რაიონში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა შვილი გავატანე და როგორი მიწევს კუბოში" - რას ემსხვერპლა 3 შვილის დედა ხელვაჩაურის რაიონში

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვედა სალიბაურში ტრაგედია დატრიალდა: 22 წლის მადონა დავითაძე ოჯახის წევრებმა საძინებელ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. სამშვილიანი ქალის მეუღლის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს. დავითაძის მაზლი გიორგი შარაშიძე იხსენებს, რომ ტრაგიკული შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

გარდაცვლილი ქალის მშობლები კი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ადანაშაულებენ. როგორც გარდაცვლილის დედამ, ნათელა დავითაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მისი შვილი 16 წლის ასაკში გათხოვდა და ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი.

მადონა დავითაძე 22 წლის იყო. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გარდაცვლილი ჩაქვში, მშობლების სახლშია გადასვენებული.