loader

ალასანიას პირველი კომენტარი მაღალჩინოსნების დაკავებაზე: "მნიშვნელოვანია, დაჩაგრულად არ იგრძნონ თავი..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასანიას პირველი კომენტარი მაღალჩინოსნების დაკავებაზე: "მნიშვნელოვანია, დაჩაგრულად არ იგრძნონ თავი..."

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მისი უწყების დაკავებული მაღალჩონოსნების "სამართლებრივად დაჩაგვრის ელემენტებს" ხედავს. როგორც ალასანიამ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამის წინაპირობა იმაში ჩანს, რომ "პროცესი დახურულად წარიმართა".

მისივე შეფასებით, უწყების მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებამ დიდი დარტყმა მიიღო. როგორც ალასანიამ განაცხადა, ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი უკვე მიადგა, აუცილებელია, რომ ჭეშმარიტების დასადგენად საქმეს გრიფით "საიდუმლო" მოეხსნას.