loader

"მოსიარულე ბიბლიოთეკა" წიგნებს მცხეთაში, წეროვანსა და დუშეთში ჩაიტანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოსიარულე ბიბლიოთეკა" წიგნებს მცხეთაში, წეროვანსა და დუშეთში ჩაიტანს

"მოსიარულე ბიბლიოთეკა" დღეს მცხეთას, წეროვანსა და დუშეთს ესტუმრება. ხვალ კი ახალი წიგნებით დატვირთული "მოსიარულე ბიბლიოთეკა" თიანეთისა და ნიქოზის ბიბლიოთეკებს წიგნებით მოამარაგებს.

პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ინტელექტუალური კლუბი "წიგნის მეგობრებისა" და ორგანიზაცია "სტუდენტური ერთიანობის" ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, "პალიტრა L"-ის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, "თეგეტა მოტორსისა" და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.