loader

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, დაკავების საქმეზე გრიფის მოხსნას ითხოვენ, - ამის შესახებ გლდანის ციხეში დაკავებულების მონახულების შემდეგ ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, ხუთივე პირი ამ დრომდე კარანტინის განყოფილებაში იმყოფება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაკავებულებს ხომ არ ჰქონიათ საუბარი ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ზეწოლაზე, ადვოკატმა უპასუხა, რომ მსგავსი განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ჯერჯერობით არ მიუმართავთ. ადვოკატის თქმით, ხუთივე მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ითხოვს, მათი დაკავების საქმეზე გრიფი მოიხსნას.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

იხილეთ:

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა

ალასანიას პირველი კომენტარი მაღალჩინოსნების დაკავებაზე