loader

ალასანია უსუფაშვილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაკავების საკითხზე შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასანია უსუფაშვილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა დაკავების საკითხზე შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. შეხვედრის თემა უწყების თანამშრომლების დაკავების საქმე იყო. თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ირაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა პარლამენტში გაიმართა.

ირაკლი ალასანიამ პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გერმანიიდან დაბრუნებისთანავე გამოთქვა. თავდაცვის მინისტრი მისი უწყების დაკავებულ მაღალჩინოსნებს უდანაშაულოდ მიიჩნევს.