loader

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ბრალი წაუყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ბრალი წაუყენეს

მთავარმა პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების რიგ სასადილოებში ანტისანიტარიული მდგომარეობა იყო.

"2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში, საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში... ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამხედრო ქვედანაყოფებში განთავსებულ სასადილოებში მზა პროდუქტის ნიმუშები არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და უვარგისი იყო მოხმარებისათვის. საკვების ნიმუშები შეიცავდა აურეუსის, ეშერიხია კოლის და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს..." - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე ბრალი წარედგინათ: თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროს მედეა ბეთაშვილს, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმ მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროს ოთარ ჯეჯეიას და შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას.