loader

"მე თქვენით ვამაყობ..." - 1400 წერილი ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს მოსწავლეებისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე თქვენით ვამაყობ..." - 1400 წერილი ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს მოსწავლეებისგან

თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში პროექტის "წერილები ჯარისკაცებს" მეოთხე, ყველაზე მასშტაბური ეტაპი გაიმართა. საქართველოს 26 საჯარო სკოლიდან შეგროვებული 1400 წერილი ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებს გაეგზავნებათ.

47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს დღეს მე-12 ბატალიონის ჯარისკაცები ესტუმრნენ. ღონისძიებას, ჯარისკაცებთან ერთად, იუსტიციის, თავდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

"წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს იუსტიციის, თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად ახორციელებს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი