loader

ცნობილი სახეები "ილუსტრირებული ისტორიის" პროექტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი სახეები "ილუსტრირებული ისტორიის" პროექტზე

საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორია ყველა თაობისთვის. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტი საქართველოს ისტორიას ნახატებით გააცოცხლებს. "ილუსტრირებული ისტორიის" პირველი ტომის - "მეფე თამარის" პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. პროექტს პარტნიორობას საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უწევს.

პროექტის პრეზენტაციას მწერლები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. მუზეუმის დირექტორმა სტუმრებს "ოქროს ფონდი" დაათვალიერებინა.

საქართველოს ილუსტრირებული ისტორია 24 ტომისგან შედგება. შემდეგი წიგნი, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოიცემა, მკითხველს "თბილისის ისტორიას" ილუსტრაციებით მოუყვება.

ავტორები: თეა ბითაძე, გიორგი შეყილაძე

ასევე იხილეთ: საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში