loader

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია გადააყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია გადააყენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, - ამის შესახებ განცხადება პრემიერმა ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ამას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულზე და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სარჩული შეინიშნება.

ახალი თავდაცვის მინისტრად პრემიერმა მინდია ჯანელიძე დაასახელა. მინდია ჯანელიძე ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.


იხილეთ ასევე: ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, ამიტომ მე გადავდექი - ალექსი პეტრიაშვილი

პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მე დღეს დავინახე პროკურორი - ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანიას საგანგებო განცხადება: "ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ტალახი, რომელსაც მესვრიან"

რა იქნება ალასანიას მთავარი მიზანი და ითანამშრომლებს თუ არა ის "ნაციონალებთან"

იყო თუ არა ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული?