loader

ალასანიას სამხედრო სალამი - ყოფილი მინისტრი თავდაცვის სამინისტროში მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალასანიას სამხედრო სალამი - ყოფილი მინისტრი თავდაცვის სამინისტროში მივიდა

უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი დღეს სამინისტროში ბოლოჯერ მივიდა. ირაკლი ალასანია ყოფილ თანამშრომლებს სამხედრო სალმით მიესალმა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ირაკლი ალასანიასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში მისი მოადგილეები - მიხეილ დარჩიაშვილი და ვაკო ავალიანიც მივიდნენ. რაც შეეხება იმას, თუ როდის მივა ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამინისტროში, უწყების პრესსამსახურში ინფორმაციას არ ფლობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გუშინ გადააყენა.