loader

"იქ არის ჩემი გული, იქ არის ჩემი რწმენა..." - დავით ზალკალიანის ემოციური სიტყვა გადადგომის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იქ არის ჩემი გული, იქ არის ჩემი რწმენა..." - დავით ზალკალიანის ემოციური სიტყვა გადადგომის შემდეგ

გაჩნდა კითხვები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და მე არ მაქვს მორალური უფლება, დღეს სხვაგვარად მოვიქცე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი არჩევანი შესაბამისობაშია მის სამსახურთან და ღირებულებებთან. მისივე თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და დადგეს მისი მეგობრებისა და თანამებრძოლების გვერდით.

"ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს უბრალო ხელმოწერა არ არის, იქ არის ჩემი გული, იქ არის ჩემი რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი", - განაცხადა ზალკალიანმა ძალიან ემოციურ მიმართვაში, რომლის დასრულების შემდეგაც დარბაზში შეკრებილმა თანამშრომლებმა ტაშით გაამხნევეს ყოფილი მინისტრის მოადგილე.

იხილეთ: მაია ფანჯიკიძე გადადგა, პოსტები დატოვეს მისმა მოადგილეებმაც