loader

"ვერავინ მოახერხებს, საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ხალხის ევროპული ორიენტაცია" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერავინ მოახერხებს, საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ხალხის ევროპული ორიენტაცია" - ირაკლი ღარიბაშვილი

მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. მისივე განმარტებით, საქართველო დღეს არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ეს იყო 2 წლის წინ.