loader

პრემიერმა ხე დარგო: "თუ გახმა, იქნება პოლიტიკურად მოტივირებული გახმობა და თქვენ დაგაბრალებთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერმა ხე დარგო: "თუ გახმა, იქნება პოლიტიკურად მოტივირებული გახმობა და თქვენ დაგაბრალებთ"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ინიციატივით, რუსთავში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მდებარე სკვერში დღეს 200 ნერგი დაირგო. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამწვანების აქცია მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა ტყეების უკანონო გაჩეხვა.

ხის დარგვის დროს პრემიერს ზვიად ძიძიგურმა ხუმრობით მიმართა: "ეს ხე რომ გახმეს, იქნება პოლიტიკური ამბავი". "მართალია, იქნება პოლიტიკურად მოტივირებული გახმობა და თქვენ დაგაბრალებთ" - მიმართა ღარიბაშვილმა იქვე მყოფ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას.