loader

რომელი პოლიტიკოსის მეუღლე მოგწონთ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი პოლიტიკოსის მეუღლე მოგწონთ?

რომელი პოლიტიკოსის მეუღლე მოგწონთ? - ამ კითხვით მივმართეთ დღეს თბილისის მცხოვრებლებს. ქუჩის გამოკითხვისას ფავორიტები არ გამოიკვეთა - როგორც ჩანს, პოლიტიკურ არენაზე მოღვაწე ცნობილი პოლიტიკოსების მეუღლეებს ქართველები ნაკლებად იცნობენ. თუმცა დასახელდა რამდენიმე კანდიდატი: ანუკი არეშიძე, ნუნუკა თამაზაშვილი, ნათია ფანჯიკიძე.

ამავე თემაზე, მკითხველის აზრი გამოიკითხა გაზეთმა "კვირის პალიტრამ". გამოკითხვა-რეიტინგის შედეგების თანახმად, გამოკითხული 480 რესპონდენტის პასუხები კითხვაზე: "რომელი პოლიტიკოსის მეუღლე იმსახურებს თქვენს კეთილგანწყობას ყველაზე მეტად", ასე გადანაწილდა: 1. ანუკი არეშიძე (6.55%) 2. ნუნუკა თამაზაშვილი (6.33%) 3. ნათია ფანჯიკიძე (6.09%)

ენერგეტიკის მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლების შემდეგ რეიტინგს აგრძელებს მაკა ჩიჩუა. პრეზიდენტის მეუღლემ რესპონდენტების 5.33%-ის კეთილგანწყობა დაიმსახურა. შემდეგ ადგილს იკავებს ექსპრეზიდენტის მეუღლე 4.29%-ით. ათეულში მოხვდნენ: "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეორე ნახევარი ანი ნადარეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე, "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

ავტორი: თიკო გურაშვილი

Georgian politicians' wives - Which one do you like the most? - Watch the video on georgianjournal.ge