loader

რა ღირს სიკვდილი საქართველოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ღირს სიკვდილი საქართველოში?

რა ღირს სიკვდილი საქართველოში? - ადგილი საფლავისთვის, სასახლე, სარიტუალო ატრიბუტიკა, კატაფალკის მომსახურება, საფლავის მოპირკეთება და ა.შ. ხარჯები, შესაძლებლობების მიხედვით, მინიმუმიდან მაქსიმუმამდეა.

სასახლის ფასები მასალის ხარისხისა და დიზაინის შესაბამისად იზრდება. ჩასასვენებლის ღირებულებამ შესაძლოა 10 ათას ლარსაც მიაღწიოს. ალბათ, სწორედ ამიტომ ჭირისუფლებს უკვე განვადებითაც შეუძლიათ სარგებლობა - დამკრძალავი ბიუროს სრულ მომსახურებაზე 0-პროცენტიანი განვადება მოქმედებს.

რაც შეეხება სასაფლაოებს, საფლავები ზონების მიხედვითაა დაყოფილი. ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ზონები ფასიანია, მეხუთე - უფასო. თბილისის მთავრობის მიერ დაწესებული ტარიფების შესაბამისად, ერთადგილიანი საფლავი პრესტიჟულ უბნებში, მაქსიმუმ, 2 ათასი, გარეუბანში კი - 50 ლარი ღირს.

ავტორები: თეა ბითაძე, გიორგი ღუდუშაური, გიგა ხურცილავა