loader

საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დანიშნა. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანია გათავისუფლების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სამი მინისტრი შეიცვალა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს არ წარედგინება. მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ხელახალი ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაში სჭირდება, თუკი მთავრობის ერთი მესამედი შეიცვლება.