loader

საზარელი ტრაგედია რუსთავში: გაზის გაჟონვის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ტრაგედია რუსთავში: გაზის გაჟონვის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა

რუსთავში, წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვის შედეგად ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის, ორი ბავშვი დაიღუპა. გარდაცვლილი არიან ცოლ-ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი – 2 წლის და 10 თვის ბავშვები.

ტრაგედია რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა.

გარდაცვლილები დღეს დილით იპოვეს. ადგილზე სასწრაფო და საპატრულო სამსახურების ეკიპაჟები მუშაობდნენ. ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდნენ რეგიონის და ქალაქის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებიც.

ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

კომენტარი გააკეთა კომპანია "სოკარ გაზის" წარმომადგენელმა ვაჟა ხეცურიანმა. როგორც ხეცურიანმა განაცხადა, იმ ოჯახის საცხოვრებელ მცირე ფართში, სადაც ტრაგედია მოხდა, ერთდროულად იყო დამონტაჟებული "ბეკოს" ტიპის გაზის გამათბობელი, ასევე, გაზქურა და წყლის გამათბობელი, ხოლო სავენტილაციო მილი სახურავზე დახშული იყო პოლიეთილენის პარკით.

ავტორი: მარიკა ვარდოშვილი

Whole family falls victim to carbon monoxide poisoning in Rustavi - Watch the video on georgianjournal.ge