loader

წივილ-კივილი და ხმაური მერიასთან - აქციის მონაწილეებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წივილ-კივილი და ხმაური მერიასთან - აქციის მონაწილეებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს

ლოტკინზე, ზღვის უბნის 204-ე და 205-ე კორპუსებში შესახლებულებმა თბილისის მერიასთან შარტავას ქუჩის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის ჯგუფები, რომლებმაც მოქალაქეები შარტავას ქუჩიდან ტროტუარზე გადაიყვანეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და რამდენიმე წუთით გონება დაკარგა, თუმცა სასწრაფო დახმარების გამოძახება საჭირო არ გახდა.

ქუჩის გადაკეტვამდე აქციის მონაწილები დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ დედაქალაქის მერი მათ არ ხვდება.

აქციის მონაწილეების აზრით, მათი გამოსახლება უკანონოა, რადგან ბინები, რომლებშიც ამჟამად ცხოვრობენ, საკუთარი სახსრებით გაარემონტეს, ახლა კი ეუბნებიან, რომ უნდა დაცალონ.