loader

თურქ ექიმს პირდაპირ ეთერში გულის შეტევა დაემართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქ ექიმს პირდაპირ ეთერში გულის შეტევა დაემართა

თურქული არხის "360"-ის მილიონობით მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა, თუ როგორ დაემართა ექიმ იურა იანსელას გულის შეტევა. ინციდენტი პოპულარული გადაცემის - "ჯანსაღი ცხოვრების წესის" დროს მოხდა.

ორთოპედი ბავშვებში ბრტყელტერფიანობაზე საუბრობდა, როდესაც მოულოდნელად შეხტა და გულზე ხელი მოიკიდა. წამყვანის კითხვაზე: ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, ექიმმა უპასუხა, რომ რაღაც სჭირდა მის კარდიოსტიმულატორს. რამდენიმე წამის შემდეგ იანსელას მეორე შეტევა მოუვიდა. წამყვანი მომხდარის გამო არ დაბნეულა, კამერებს გაუღიმა და თქვა, რომ სტუმარს ახლავე მიხედავდა ექიმი, გადაცემა კი რეკლამაზე გავიდოდა.

როგორც "დეილი ნიუსი" იტყობინება, იანსელა კულისებში გაიყვანეს, სადაც მას მესამე შეტევა დაემართა. ექიმი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. საბედნიეროდ, ის გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.