loader

4 შვილის დედამ სიკვდილის წინ საოცარი რამ ჩაიდინა: წერილი შვილებს და საჩუქარი ქმრის ახალ ცოლს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 შვილის დედამ სიკვდილის წინ საოცარი რამ ჩაიდინა: წერილი შვილებს და საჩუქარი ქმრის ახალ ცოლს

როდესაც ბრენდა შმიდტს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, დეპრესიაში არ ჩავარდნილა. ცივი გონებით გააცნობიერა, რომ მისი სიცოცხლის დღეების ათვლა დაიწყო. პირველ რიგში, ქმარზე იზრუნა - უნდოდა, დევიდი, ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლით სავსე და მხნე დარჩენილიყო. სიკვდილამდე ბრენდამ თავისი უკანასკნელი სურვილის შესახებ წერილი დატოვა. ქალს ყველაფერი ისე უნდა მოეგვარებინა, რომ მისი წერილი რადიოეთერში წაეკითხათ მაშინ, როცა დევიდი სხვა ქალს შეიყვარებდა.

ყოველ წელს ადგილობრივი რადიოსადგური მსმენელების ყველაზე ლამაზ სურვილებს ასრულებს. როცა ბრენდას წერილი მიიღეს, თანამშრომლები შეძრა მისმა სიტყვებმა. სამუშაო გუნდმა ყველაფერი გააკეთა და ადგილობრივი სპონსორების დახმარებით, ბრენდას ყველა სურვილი აასრულა... ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ბრენდას სურდა...

"ამ წერილს ვწერ იმიტომ, რომ ერთი დიდი სურვილი მაქვს. ეს სურვილი დევიდისთვის, ბიჭებისთვის, მეორე ცოლისა და მისი ოჯახისთვისაა, თუ მასაც ჰყავს შვილები. მინდა იცოდნენ, რომ ყველაზე ძვირფასები არიან ჩემთვის, რომ მათ სიყვარულით სავსე და ჰარმონიულ ცხოვრებას ვუსურვებ... მინდა, ჩემს ოჯახს დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყოთ. მთელ ჩემს ოჯახს გისურვებთ და მოგიწოდებთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ფანტასტიკური და ტკბილი მოგონებების არქივად აქციოთ. დატკბით ყველა წუთით და ყოველთვის გამოხატეთ მადლიერება ერთმანეთის მიმართ"...

წაიკითხეთ წერილი სრულიად Mshoblebi.ge-ზე