loader

"საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბოლომდე გადაიჭრება C ჰეპატიტის პრობლემა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბოლომდე გადაიჭრება C ჰეპატიტის პრობლემა"

საქართველო გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბოლომდე გადაიჭრება C ჰეპატიტის პრობლემა და მთლიანად დაიძლევა ეს უმძიმესი დაავადება, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

სერგეენკოს განმარტებით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვით, მომავალი წლიდან საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა - C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი "სოფუსბუვირი" შემოვა აშშ-დან და საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.