loader

რა ხდება თბილისის ანძაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თბილისის ანძაზე

პირველი სატელევიზიო კოშკი, საიდანაც ქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ახლანდელი ანძის გვერდით იდგა. მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და ოთხ წელში დასრულებულა. სატელევიზიო კოშკი მარტივი კონსტრუქციის იყო და მისი სიმაღლე 168 მეტრს არ აღემატებოდა. მალე საჭირო გახდა ახალი ანძის მშენებლობა, რადგან ძველით არხების რაოდენობის გაზრდა შეუძლებელი იყო.

1972 წელს, მთაწმინდაზე თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტების ანძის მშენებლობა დაიწყო. ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლის მთაზე მდგარი თბილისის ანძა 274 მეტრი სიმაღლისაა და 901 ტონას იწონის.

გამოყენებულია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საარქივო ვიდეომასალა.

ავტორები: თორნიკე ყაჯრიშვილი, გიორგი შეყილაძე