loader

აღწერა ნოდარ ხადურის 8-სულიან ოჯახში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღწერა ნოდარ ხადურის 8-სულიან ოჯახში

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტის პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი, უბნის აღმწერთან ერთად, გლდანის რაიონში ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ოჯახში მივიდა და პირადად შეავსო ოჯახის კითხვარი.

ნოდარ ხადურმა საქსტატის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მისი ოჯახის 8 წევრის პირადი მონაცემების შესახებ. ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესი უმნიშვნელოვანესად შეაფასა.