loader

"მე დაგპატიჟებთ" - უბილეთო პოლიტიკოსები ყვითელ ავტობუსში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე დაგპატიჟებთ" - უბილეთო პოლიტიკოსები ყვითელ ავტობუსში

"მემარცხენე ალიანსის", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" და "ქართული დასის" ლიდერებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეს. პარტიების ლიდერები ავტობუსებში მგზავრებს შეხვდნენ და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ. საუბრის ძირითადი თემა ქვეყანაში შექმნილი ვითარება და სოციალური თემატიკა იყო.

მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია, კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პლასტიკური ბარათი არ აღმოაჩნდა. ამიტომ ყველა მათგანის სამგზავრო ჯონდი ბაღათურიამ გადაიხადა.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი