loader

ახალი გზა ქუთაისში მგზავრობას 30 წუთით შეამცირებს - პრემიერი გახსნის ცერემონიაზე და ბაიკერების ექსტრემალური შოუ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი გზა ქუთაისში მგზავრობას 30 წუთით შეამცირებს - პრემიერი გახსნის ცერემონიაზე და ბაიკერების ექსტრემალური შოუ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა.

ქუთაისის შემოვლითი გზა, E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილია. ეს მონაკვეთი ქუთაისს სატრანზიტო ნაკადისგან განტვირთავს, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობას 30 წუთით შეამცირებს. ახალი გზა ნახშირღელის მიმდებარე ტერიტორიიდან კოპიტნარის აეროპორტის გასწვრივ არსებულ მაგისტრალს შეუერთდება.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აფინანსებს. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებზე 1000-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქების მცხოვრებია.

გზის გახსნის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ავტომრბოლელებმა და ბაიკერებმა ახალი გზა ექსტრემალური და ორიგინალური შოუთი გამოსცადეს.

32 kilometer bypass opened with extreme motorsports show on Kutaisi highway - Watch the video on georgianjournal.ge